გოეთეს კოშკი ხანძარმა შთანთქა

20:29 12-10-2017
გოეთეს კოშკი ხანძარმა შთანთქა
მაინის ფრანკფურტში ხანძარმა გაანადგურა გოეთეს კოშკი , რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენდა .
გერმანული მედიის ცნობით, ხანძარი შუაღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები დროულად გამოცხადდნენ, თუმცა კონსტრუქციის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
 
 
 
 
 
ეს ხის კოშკი თავდაპირველად 22 მეტრიანი იყო და სამეთვალყურეო დანიშნულება ჰქონდა, მსგავსი კოშკები ჩვეულებრივი მვლენა იყო მეცხრამეტე საუკუნის გერმანიისთვის, მაგრამ ამ კოშკის ღირსშესანიშნაობა განსაზღვრა იმან, რომ იგი გოეთეს მშობლიურ ქალაქში, ზაქსენჰაუზენში იდგა და დიდი მოაზროვნისა და პოეტის ბავშვობის მომსწრე გახლდათ- იგი  ჯერ კიდევ 1867 წელს აშენდა.
 
 
დროთა განმავლობაში ხის მასალამ გამოფიტვა იწყო და მისი დაკონსერვება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ  1931 წელს მისი დემონტაჟი მოახდინეს და იმავე ადგილზე, ისეთივე კონსტრუქციის, მაგრამ ორჯერ უფრო მაღალი, 43 - მეტრიანი ხის  კოშკი ააშენეს. აღსანიშნავია, რომ ძველი კოშკის დემონტაჟი და რეკონსტრუირება გოეთეს გარდაცვალებიდან ასი წლისთავის  აღსანიშნავი პროგრამის ნაწილი იყო. 
 
გოეთეს კოშკი გერმანიაში ხის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო და სიმაღლით  ძველი კოშკების ხუთეულში შედიოდა. მისმა განადგურებამ მთელი გერმანია დაამწუხრა.
 
წაკითხულია 64-ჯერ