პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ეხმაურება

12:21 12-10-2017
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ეხმაურება
ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილმა  სამძიმრის წერილი „facebook” გვერდზე გაავრცელა:
 
"გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს," - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.
 
მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აქვს და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ.
 
გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
 
ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.
 
წაკითხულია 132-ჯერ