ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანელ სამხედროებს წვრთნიან

09:17 16-04-2018
ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანელ სამხედროებს წვრთნიან
ვღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ინსტრუქტორები ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებენ.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებენ. სასწავლო საკითხები სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას მოიცავს. სწავლებებში ყურადღება გამახვილებულია იმ უნარებზე, რომლებიც ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს ოპერაციის რაიონის მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ასრულებს. ქართული ბატალიონი ფარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოებას და ოპერაციის რაიონის კონტროლს უზრუნველყოფს.
წაკითხულია 210-ჯერ