სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესი იცვლება

13:05 11-01-2018
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესი იცვლება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის რეფორმა იგეგმება. როდიდან შეიცვლება გაწვევის წესი, კონკრეტული ვადები ჯერ უცნობია, თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს.
"ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური გარკვეულ რეფორმებს საჭიროებს. ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და თქვეს, რომ წვევამდელი პირველად გადის იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც ჩვეულებრივად საგანგებოთა სამხედრო მოსამსახურე გადის. მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და აქვთ დასვენების უფლებაც. თუმცა სამხედრო სავალდებულო საკითხში არის კომპლექსური პრობლემებიც. უნდა მოვუხსნათ წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტები, თუკი ასეთი არსებობს და სავარაუდოდ არსებობს. გარკვეული მონახაზები არსებობს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვისაუბრებთ. შევთანხმდებით პრინციპებზე და ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
 
წაკითხულია 357-ჯერ