საექსპორტო თხილის შესაბამისობას ტექნიკურ რეგლამენტთან 1 იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს

14:02 12-01-2018
საექსპორტო  თხილის  შესაბამისობას  ტექნიკურ რეგლამენტთან 1 იანვრიდან  სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს
თხილის ექსპორტიორებმა 2018 წლიდან სტანდარტებთან შესაბამისობის სისტემა უნდა დანერგონ.
 
ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის განკუთვნილი გადამუშავებულ თხილის გულს ამზადებს, ვალდებულია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა დანერგოს.
ეს ცვლილება თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში 2017 წლის ივნისში შევიდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.
 
ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი (ნაჭუჭიანი) თხილის, თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის შესაბამისობას  ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან სურსათის ეროვნული სააგენტო გააკონტროლებს. 
 
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს.
წაკითხულია 341-ჯერ