ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება, გასულია მომსახურების ზონიდან – მაჭარაშვილი

0
190

“მე ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, ზურაბიშვილის ხელში პრეზიდენტის ფუნქციები არის როგორც ასანთი პატარა ბავშვის ხელში და ჩვენც იძულებული ვართ როგორც არასრულწლოვანს დაჰყვებიან და მის შეცდომებს ასწორებენ, ჩვენც ასე ვივლით სანამ ეს ფუნქცია ფორმალურად ექნება ზურაბიშვილს და რამდენ ასეთ სისულელეს იტყვის იმდენჯერ ვიტყვით, რომ ეს არის ნათქვამი იმ ე.წ. პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც დაუდგინდა კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც აპირებს დაიჭიროს სი ძინპინი […] როგორც ცნობილ ქართულ ფილმში არის ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება, შესაბამისად, ასეთ პოლიტიკოსს არავინ არ მიიღებს [ოპოზიციურ პარტიებში] სანამ ფუნქციები ექნება, მანამდე ჩვენ ვივლით და ვიტყვით, რომ არ დაუჯეროთ ხალხო, გასულია მომსახურების ზონიდან და რა ვქნათ ახალა, ფორმალურად ჯერჯერობით დარჩა პრეზიდენტად”.

ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტზე, რომელმაც თქვა, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის.

წინა სტატიაპარლამენტში რატი ბრეგაძეს უსმენენ
შემდეგი სტატიაბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ, 25 ნოემბერს, თბილისში მარში გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური